ისრაელის გენერალურმა პროკურორმა პოლიციას ორი ფაქტის გამოძიების ბრძანება მისცა

ისრაელის გენერალურმა პროკურორმა პოლიციას ორი ფაქტის გამოძიების ბრძანება მისცა, რომლებშიც პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუცაა გარეული

640464
ისრაელის გენერალურმა პროკურორმა პოლიციას ორი ფაქტის გამოძიების ბრძანება მისცა

ისრაელის გენერალურმა პროკურორმა პოლიციას ორი ფაქტის გამოძიების ბრძანება მისცა, რომლებშიც პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუცაა გარეული.

გაზეთი ჰაარეცის ცნობით, ნეთანიაჰუს წინააღმდეგ დაახლოებით 9 თვის უკან აღძრული და საიდუმლოდ წარმოებული კორუფციის თაობაზე სარჩელი მნიშვნელოვან ეტაპზე მივიდა.

ინფორმაციის თანახმად, პოლიციის უფლებამოსილები დარწმუნდნენ, რომ საკმარისი მტკიცებულებები არსებობს რამდენიმე დღეში ნეთანიაჰუს წინააღმდეგ ღია და მასშტაბური კორუფციის გამოძიების დაწყებისათვის.

სატელევიზიო არხის „კანალ 10“-ის ცნობით, უცნობია ის ორი ფაქტი, რამაც გამოძიების დაწყება გამოიწვია.

იუსტიციის სამინისტრომ კი საკითხთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებაზე თავი შეიკავა.

ცნობისათვის, ნეთანიაჰუ გარკვეული პერიოდის წინ გერმანიიდან შეძენილ წყალქვეშა გემთან დაკავშირებით დაადანაშაულეს, თუმცა მან შეცდომის დაშვების ბრალდებები უარყო.

ისრაელის პრემიერს ასევე ბრალს სდებენ ფრანგი ბიზნესმენისგან საარჩევნო კამპანიისათვის 1 მილიონი დოლარის შემოწირულობის აღებაში.  



მსგავსი ინფორმაციები