ტრამპმა სახელმწიფო მდივანიც დაასახელა

მან ამ თანამდებობაზე ტილერსონი წარადგინა

629679
ტრამპმა სახელმწიფო მდივანიც დაასახელა

აშშ-ში მიმდინარე წლის 8 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა დონალდ ტრამპმა კაბინეტის მთავარ თანამდებობად მიჩნეული საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატიც დაასახელა.

ტრამპის მიერ ჩამოყალიბებულ “მილიონერთა“ კაბინეტში საგარეო საქმეთა მინისტრის სავარძელს, ამერიკის მრავალეროვნული ნავთობის და ბუნებრივი აირის კომპანიის Exxon Mobil-ის გენერალური დირექტორი რექს ტილერსონი ჩაიბარებს.

ტრამპი გასული კვირის შაბათ დღეს  ნიუ იორკში მდებარე ტრამპ ტაუერში ტილერსონს შეხვდა. ამ შეხვედრის შემდეგ აშშ-ს მედიამ ტრამპის გარემოცვაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპი ტილერსონს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს ჩააბარებს.

სატელევიზიო არხ NBC-ს ინფორმაციით ტილერსონის მოადგილე კი აშშ-ს ექსპრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დროს გაეროს მუდმივი წარმომადგენლის პოსტზე მყოფი  ჯონ ბოლტონი გახდება.

გაზეთ New York Times-ის მიხედვით 64 წლის ტილერსონი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახლობლობითაც არის ცნობილი. 20 წელზე მეტია რაც ისინი ერთმანეთს იცნობენ და პუტინმა იგი ხალხთა ძმობის ორდენითაც კი დააჯილდოვა.

ტრამპმა გუშინ ფინანსური გიგანტ Goldman Sachs-ს მენეჯერი გარი ჯოჰენი ეროვნული ეკონომიკური საბჭოს დირექტორის თანამდებობაზე დანიშნა.



მსგავსი ინფორმაციები