კალიფორნიის შტატში 5 წლიანი გვალვების შედეგად 100 მილიონზე მეტი ხე განადგურდა

ამერიკის კალიფორნიის შტატში 5 წლიანი გვალვების შედეგად 100 მილიონზე მეტი ხე განადგურდა

627301
კალიფორნიის შტატში 5 წლიანი გვალვების შედეგად 100 მილიონზე მეტი ხე განადგურდა

ამერიკის კალიფორნიის შტატში 5 წლიანი გვალვების შედეგად 100 მილიონზე მეტი ხე განადგურდა.

ამერიკის ტყის რესურსების სამსახურის მიერ ჰაერიდან ჩატარებული დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ კალიფორნიაში მხოლოდ წელს 62 მილიონი, ბოლო 6 წელში კი 102 მილიონზე მეტი ხე გახმა.

ამერიკის ტყის რესურსების სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ხეები სავარაუდოზე უფრო სწრაფად ხმება და მომდევნო რამდენიმე თვეში მილიონობით ხე გახმება.

მეცნიერთა თქმით, გვალვამ გავლენა 7,7 მილიონ ჰექტარ ტყეზე მოახდინა და რეგიონის ეკოლოგიური ბალანსი საფრთხეში ჩააგდო.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #კალიფორნია , #გვალვა , #ტყე

მსგავსი ინფორმაციები