აშშ-ი, საფრთხე

აშშ-ის მეჩეთებში, გრძელდება სიძულვილის შინაარსის შეტყობინებების გაგზავნა

621284
აშშ-ი, საფრთხე

აშშ-ის მეჩეთებში, გრძელდება სიძულვილის შინაარსის შეტყობინებების გაგზავნა.

კალიფორნიაში, ზოგიერთი მეჩეთებისთვის გაგზავნილი იმავე შინაარსის წერილები გაიგზავნა სხვა შტატების მეჩეთებშიც.

 მუსლიმანებისადმი მიწერილ წერილში გამონათქვამებმა:-„დატოვეთ სახელმწიფო, წინააღმდეგ შემთხვევაში გენოციდის მსხვერპლი შეიქმნებით“, დღის წესრიგში ჩააყენა სახელმწიფო მასშტაბით სიძულვილის დანაშაულის გავრცელების შესაძლებლობა.

პოლიციამ, "სატანას შვილების" ხელმოწერით გაგზავნილ წერილებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

პოლიციის გამოთქმული იდეით, ეს არის სიძულვილის გამომხატველი ქმედება, მაგრამ იგი არ ითვლება დანაშაულად რადგან არ ქმნის კონკრეტულ საფრთხეს.

ამავე დროს, ქსეროკოპიით გავრცელებულ წერილებში, მუსლიმანების შეურაცხმყოფელი სიტყვების გარდა, აღნიშნულია, რომ დონალდ ტრამპი, იმას დაატეხს მუსლიმანებს, რაც ჰიტლერმა დაატეხა ებრაელებს“.

ამერიკულ-ისლამური ურთიერთობის საბჭომ, მოითხოვა ინციდენტის, ფედერალური ბიუროს (FBI) მხრიდან, გამოძიება. FBI-ის უფლებამოსილებმა კი, გამოთქვეს იდეა, რომ გამოძიებისთვის საფრთხის დონე არ არის საჭირო დონეზე.



მსგავსი ინფორმაციები