თავდასხმები ამერიკელ პოლიციელებზე

დაიღუპა 1 პოლიციელი

615404
თავდასხმები ამერიკელ პოლიციელებზე

აშშ-ის ტეხასისა და მისურის პროვინციებში ორი სხვადასხვა თავდასხმა განხორციელდა პოლიციაზე, რის შედეგადაც 1 პოლიციელი დაიღუპა.

პირველი თავდასხმა ტეხასის ქალაქ სან ანტონიოში განხორციელდა, როცა თავდამსხმელმა სამსახურეობრივ მანქანაში მჯდარ პოლიციელს ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლა და იგი სიცოცხლეს გამოასალმა.

მეორე თავდასხმა ასევე პოლიციის ავტომანქანაში მჯდარ პოლიციელზე საცობში დგომისას განხორციელდა და იგი სასწრაფოდ გადაიყვანეს რა საავადმყოფოში, მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილური ყოფილა. თავდამსხმელი სხვადასხვა დანაშაულების გამო ძებნილი აღმოჩნდა და იგი პოლიციასთან შეტაკების დროს ლიკვიდირებულ იქნა.

ივლისის აქეთ ამერიკაში პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად 10 მათგანი დაიღუპა    



მსგავსი ინფორმაციები