ეგვიპტის სააპელაციო სასამართლო მურსის სწყალობს

მან მეორეჯერ გააბათილა გამოტანილი განაჩენები

615679
ეგვიპტის სააპელაციო სასამართლო მურსის სწყალობს

ეგვიპტის სააპელაციო სასამართლომ, 2013 წლის 3 ივლისის სამხედრო გადატრიალების შედეგად დამხობილი  პრეზიდენტის, მუჰამმეტ მურსის მიმართ ჰამასისადმი ჯაშუშობის ბრალდების გამო გამოტანილი სამუდამო პატიმრობის  განაჩენი გააბათილა, რის გამოც იგი ახლიდან იქნება გასამართლებული.

ამ სააპელაციო სასამართლომ გასულ კვირას მურსისადმი ციხეებზე თავდასხმის მოწყობის ბრალდებით ადრე გამოტანილი სიკვდილის განაჩენიც გააუქმა.

ახლა მურსის ერთი სხვა დანაშაულის გამო დავა დარჩა და ისიც სამუდამო პატიმრობის მოთხოვნით გრძელდება.

დემოკრატიული არჩევნებით ეგვიპტის სათავეში მოსული მუჰამმეტ მურსის ხელისუფლება გენერალმა სისიმ, ე.ი. ახლანდელმა პრეზიდენტმა 2013 წლის სამხედრო გადატრიალებით დაამხო   



მსგავსი ინფორმაციები