ობამამ ტრამპი მიიღო

“ჩვენ ვეცდებით რომ ტრამპი წარმატებული პრეზიდენტი გამოდგეს“

608439
ობამამ ტრამპი მიიღო

აშშ-ს ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გუშინ თეთრ სახლში მიიღო ქვეყნის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, რომელსაც 2 თვის ვადა დარჩა ამ პოსტზე. შეხვედრამ 1 საათსა და 35 წუთს გასტანა რა, ძირითადად ხელისუფლების გადაცემა-ჩაბარების საკითხები განიხილეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ  ობამამ განაცხადა, რომ ტრამპთან "შესანიშნავი შეხვედრა" ჰქონდა და გააცნო როგორც თეთრი სახლის შიდა წესდება და მუშაობის პრინციპები, ასევე ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხები. მისივე თქმით ყველაფერს გააკეთებენ, რათა ახალი პრეზიდენტის წარმატებისათვის ორთვიანი გარდამავალი პერიოდი უფრო მსუბუქად გადაატანინონ.

ბარაკ ობამას თქმითვე მისი მეუღლე კი ტრამპის მეუღლე მელანიას შეხვდა და მანაც კარგად დახვედრა-გაცნობისათვის ყველანაირი ძალისხმევა გამოიჩინა. “ჩვენ ვეცდებით რომ ტრამპი წარმატებული პრეზიდენტი გამოდგეს, რადგან, მისი წარმატების შემთხვევაში ამერიკაც წარმატებული იქნება“, განაცხადა ობამამ.

მისივე თქმით ტრამპს ადრე არსად და არასოდეს შეხვედრია და მისი გაცნობით დიდად კმაყოფილი დარჩა.

ტრამპის განცხადებით კი მისი პრეზიდენტობის პერიოდში დიდად დასჭირდებათ ობამას გამოცდილება და ამიტომ მასთან აუცილებლად ითანამშრომლობენ.

ტრამპი მიიღო ასევე წარმომადგენელთა პალატის თავჯდომარემ, რესპუბლიკელმა პოლ რიანმა და ამ უკანასკნელმა ტრამპს კონგრესის შენობა დაათვალიერებინა და შემდეგ ინაუგურაციის შესახებ ინფორმაციები მისცა.

ჟურნალისტების წინაშე წარდგომისას რიანმა მეტად დადებითი უწოდა ტრამპთან შეხვედრას, ხოლო ქვეყნის ახალმა, 45-ე პრეზიდენტმა თქვა, რომ ამერიკელი ხალხისათვის გასაოცარ საქმეებს გააკეთებს და უპირველეს ყოვლისა ჯანდაცვისა და საგადასახადო სისტემაში და კიდევ მიგრანტთა კანონში განახორციელებს სასწრაფო ცვლილებებს



მსგავსი ინფორმაციები