მოსულის ოპერაცია გრძელდება

ერაყის ქალაქ მოსულის ტერორგანიზაცია DEAŞ-სგან გასაწმენდად 17 ოქტომბერს დაწყებული ოპერაციის ფარგლებში დღემდე 40 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული

599036
მოსულის ოპერაცია გრძელდება

ერაყის ქალაქ მოსულის ტერორგანიზაცია DEAŞ-სგან გასაწმენდად 17 ოქტომბერს დაწყებული ოპერაციის ფარგლებში დღემდე 40 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული.

ერაყის თავდაცვის სამინისტროში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საჰაერო ძალების საბრძოლო თვითმფრინავებმა მოსულის სამხრეტში მდებარე ეშ შურას რეგიონზე ოპერაცია განახორცილეს და 5 მოტოციკლი და 4 ავტომობილი გაანადგურეს. რომლებზეც იარაღი იყო დამონტაჟებული.

ამავდროულად ერაყის პრეზიდენტი ფუად მასუმი დედაქალაქ ბაღდადში მდებარე ოპერაციების ერთობლივი სარდლობის შტაბბინაში თავდაცვის მინისტრთან და არმიის უმაღლესი რანგის სარდლებს მოსულის ოპერაციის განსახილველად შეხვდა.

მასუმმა შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო ტელევიზიასთან გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ DEAŞ-ის წინააღმდეგ წარმოებული ოპერაციასთან დაკავშირებით განსაკურებით მოსულის გათავისუფლების თაობაზე ინფორმაციები მოისმინა.

მისი თქმით, მათი და შეიარაღებული ძალების პრიორიტეტი სამოქალაქოებისა და DEAŞ-სგან გამოქცეულთა დაცვა.

მოსულის ტერორგანიზაცია DEAŞ-სგან გასაწმენდად ერაყის არმიის შენაერთებმა, ფეშმერგეებმა და ნინოვას მოჯაჰიდებმა, რომელთა უმრავლესობაც ბაშიკას ბანაკში თურქი სამხედროების მიერაა გაწვრთნილი, ოპერაცია 17 ოქტომბერს დაიწყეს.  


საკვანძო სიტყვები: #მოსული , #ოპერაცია , #დეაში

მსგავსი ინფორმაციები