ქარიშხალი „მეთიუ“ აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროებისკენ მიიწევს

ქარიშხალი „მეთიუ“, რომელმაც კუბაში, დომინიკის რესპუბლიკასა და ჰაიტიზე 339 ადამიანი ემსხვერპლა, აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროებისკენ მიიწევს

584633
ქარიშხალი „მეთიუ“ აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროებისკენ მიიწევს

ქარიშხალი „მეთიუ“, რომელმაც კუბაში, დომინიკის რესპუბლიკასა და ჰაიტიზე 339 ადამიანი ემსხვერპლა, აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროებისკენ მიიწევს.

ფლორიდის, ჯორჯიის, სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინის შტატების სანაპირო რეგიონებში განგაშია გამოცხადებული.

ბოლო 10 წლის ყველაზე ძლიერი ქარიშხალის მეთიუს სიჩქარე საათში 115 კილომეტრს აღწევს.

4 შტატში საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული.

2 მილიონ ადამიანს რეგიონის დატოვება მოსთხოვეს.

ათასობით ადამიანი შეეცადა სილის ტომებით დაეცვა სახლები, რის შემდეგაც ქალაქები დატოვეს.



მსგავსი ინფორმაციები