დღეს ოფიციალურ კენჭისყრაზე გაეროს ახალ გენერალურ მდივანს აირჩევენ

ბან კი მუნის ადგილზე, რომელსაც მოვალეობის შესრულების ვადა წლის ბოლოს ეწურება, სავარაუდოდ, გაეროს უმაღლეს კომისარს, პორტუგალიის ყოფილ პრემიერმინისტრს ანტონიო გუტიერესს აირჩევენ

584021
დღეს ოფიციალურ კენჭისყრაზე გაეროს ახალ გენერალურ მდივანს აირჩევენ

გაერთიანებული ერების გენერალური მდივნის ბან კი მუნის ადგილზე, რომელსაც მოვალეობის შესრულების ვადა წლის ბოლოს ეწურება, სავარაუდოდ, გაეროს უმაღლეს კომისარს, პორტუგალიის ყოფილ პრემიერმინისტრს ანტონიო გუტიერესს აირჩევენ.

გაეროს უსაფრთხოების საბჭოს დახურულ სხდომაზე 10 კანდიდატს შორის გამართულ მეექვსე კენჭისყრაზე ვეტოს უფლების მქონე მუდმივმა წევრებმა აშშ-მა, რუსეთმა, ჩინეთმა, ინგლისმა და საფრანგეთმა გუტიერესის წინააღმდეგ ხმა არ გამოიყენეს.

გაეროს გენერალურ სესიაზე დღეს გასამართ ოფიციალურ კენჭისყრაზე ანტონიო გუტიერესის ახალ გენერალურ მდივნად არჩევა დიდი ალბათობით მოხდება.

გაეროს ახალი გენერალური მდივანი მოვალეობის შესრულებას 2017 წლის 1 იანვარს შეუდგება.

ამჟამინდელ გენერალურ მდივანს მოვალეობის შესრულების ვადა 31 დეკემბერს ეწურება. ბან კი მუნი ამ თანამდებობაზე ორჯერ იქნა არჩეული ხუთ-ხუთი წლის ვადით.


საკვანძო სიტყვები: #გაერო , #გენერალური მდივანი

მსგავსი ინფორმაციები