ამერიკაც მხარს უჭერს სირიაში ბუფერული ზონის შექმნას

ამის შესახებ კერიმ გაეროს ასამბლეაზე განაცხადა

575203
ამერიკაც მხარს უჭერს სირიაში ბუფერული ზონის შექმნას

ერდოღანის წინადადებას, რომ სირიის ჩრდილოეთში უსაფრთხოების ზონა შეიქმნას, დადებითად გამოეხმაურა ამერიკა.

ნიუ ორკში მიმდინარე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსული აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი გამოეხმაურა რა ერდოღნის ამ წინადადებას, თქვა, რომ სირიის კრიტიკულ ზონებში, უფრო კონკრეტულად კი ლეგიტიმური ოპოზიციის კონტროლ ქვეშ მდებარე ტერიტორიების თავზე შეიძლება ფრენების შეზღუდვა დააწესონ.

“ასეთი შეზღუდვებით ჯერ ავიცილებთ ესადის ძალების მხრიდან მშვიდობიან მოქალაქეებზე და ობიექტებზე თავდასხმების განხორციელებას და მეორეს მხრივ შევძლებთ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის უზრუნველყოფას ჰუმანიტარული დახმარებებით“, განაცხადა კერიმ.

მანვე კიდევ ერთხელ დაგმო ესადის რეჟიმისა და რუსული გამანადგურებლების მხრიდან ჰუმანიტარული კოლონის და სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა



მსგავსი ინფორმაციები