სირია ცეცხლის შეწყვეტა

ჯონ კერი და ლავროვი შეთანხმდნენ, სირიაში გამოცხადებული 7 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის 48 საათით გაგრძელებაზე

571196
სირია ცეცხლის შეწყვეტა

აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯონ კერი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეთანხმდნენ, სირიაში გამოცხადებული 7 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის 48 საათით გაგრძელებაზე. აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველმა მარკ ტონერმა, ყოველდღიურ პრეს-კონფერენციაზე, უპასუხა სირიის უკანასკნელი ვითარების შესახებ მიცემულ კითხვებს.  

აღნიშნა, რომ კერიმ და ლავროვმა გამართეს სატელეფონო შეხვედრა და 7 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის 48 საათით გაგრძელების შეთანხმებაც მაშინ მიიღეს. უწინდელ დღეებთან შედარებით, სირიის მასშტაბით, ძალადობა გარკვეული ოდენობით შემცირდა, თუმცა ჯერ ისევ ხდება ცეცხლის შეწყვეტის დარღვევები ესადის რეჟიმის სამხედროების და ოპოზიციის მხრიდან. ტონერმა მოუწოდა მოსკოვს გამოიყენოს უფრო მეტი გავლენა ესადზე, რათა ხელი შეეწყოს ჰუმანიტარული დახმარების საჭირო ადგილზე მიწოდებას. შეგახსენებთ, რომ კურბან ბაირამთან დაკავშირებით, სირიაში ძალადობის შეჩერების მიზნით, აშშ-ს და რუსეთს შორის 9 სექტემბერს, პარასკევს, გავრცელებული განცხადების შემდეგ მოხდა ცეცხლის შეწყვეტის ძალაში შესვლა 12 სექტემბერს, ორშაბათს, სირიის ადგილობრივი დროთ 18.45.



მსგავსი ინფორმაციები