დიდი ოცეულის მე-11 სამიტის დეკლარაცია

ჩინეთის ქალაქ განჯოუში გამართული დიდი ოცეულის ლიდერთა მე-11 სამიტის ბოლოს მიღებული დეკლარაცია გამოქვეყნდა

566223
დიდი ოცეულის მე-11 სამიტის დეკლარაცია

ჩინეთის ქალაქ განჯოუში გამართული დიდი ოცეულის ლიდერთა მე-11 სამიტის ბოლოს მიღებული დეკლარაცია გამოქვეყნდა. 

დეკლარაციაში ყურადღება გამახვილებულია საერთაშორისო ვაჭრობის და განვითარების გააქტიურებაზე, სიღარიბის აღმოფხვრაზე, მასშტაბურ და მდგრად გლობალურ განვითარებაზე, ნოვატორულ ეკონომიკურ ზრდაზე, ტერორიზმთან ერთობლივად ბრძოლისა და დასაქმების გაზრდის საკითხებზე.

ჩინური ფულის ერთეულის იუანის საერთაშორისო სავალუტო ფონდის სპეციალური ნასესხობის უფლებასთან დაკავშირებით გავრცელდა მოწოდება სპეციალური ნასესხობის უფლების უფრო მასშტაბური ფინანსური და სტატისტიკური შეფასების გაკეთების თაობაზე.

გაკეთდა მინიშნება იმის თაობაზე, რომ ინგლისის ევროკავშირიდან გამოყოფის გადაწყვეტილებამ გლობალურ ეკონომიკაში გაურკვევლობა წარმოქმნა. დიდი ოცეულის ქვეყნები ბრექსიტის მიერ მსოფლიოში გამოსაწვევი ეკონომიკური და ფინანსური შედეგებისათვის ეფექტურად მოემზადნენ. დეკლარაციაში ნათქვამია: „დიდი ოცეული იმედოვნებს, რომ ინგლისი მომავალში ევროკავშირის ახლო პარტნიორი იქნება.“

დეკლარაციაში ხაზგასმითაა საუბარი ტერორიზმთან ერთობლივ ბრძოლაზე და ნათქვამია, რომ ტერორი სიდანაც არ უნდა მოდიოდეს, მისი ფინანასური წყაროები, ტექნიკური ინფრასტრუქტურა და მსგავსი ელემენტები იზოლირებული იქნება. სხვა მხრივ აღინიშნა, რომ ტერორიზმთან ბრძოლაში ყველა ქვეყანას შორის ერთმანეთში ინფორმაციის გაცვლის, ტერორისტები ქონების დაყადაღების და სათანადო სასჯელის გამოყენების საკითხებზე დადებული პირობები საჭიროა შესრულებული იქნას.



მსგავსი ინფორმაციები