ობამა - თურქეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია

ბარაკ ობამამ CNN-სათვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ თურქეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია

564274
ობამა - თურქეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ორი დღის შემდეგ პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანთან ჩინეთში დიდი ოცეულის სამიტის დროს გასამართ შეხვედრამდე მნიშვნელოვანი განცხადებები ფააკეთა.

ბარაკ ობამამ CNN-სათვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ თურქეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია.

ობამას თქმით, თურქეთსა და აშშ-ს შორის უსაფრთხოების ურთიერთობები არ შესუსტებულა და თურქეთი ტერორგანიზაცია დაიშის დამარცხების საკითხში მნიშვნელოვანი პარტნიორია.

ობამამ თურქეთში 15 ივლისს მომხდარი პოლიტიკურ და სამოქალაქო მიწისძვრად შეაფასა და დაამატა, რომ თურქეთის მთავრობამ მიწისძვრის შემდეგ საჭიროა ქვეყანა თავიდან ააშენოს და ამ პროცესში მის ქვეყანას სურს მხარდაჭერის გამოხატვა.

პრეზიდენტი ერდოღანი და ობამა ხვალ ჩინეთში შეხვდებიან ერთმანეთს, სადაც დიდი ოცეულის სამიტი ჩატარდება.  



მსგავსი ინფორმაციები