ტრამპმა კიდევ 1 სენსაციური განცხადება გაავრცელა

“ამერიკელი დაზვერვის თანამშრომლები პუტჩისტებს ეხმარებოდნენ“

555449
ტრამპმა კიდევ 1 სენსაციური განცხადება გაავრცელა

15 ივლისის პუტჩთან დაკავშირებით სენსაციური განცხადება გაავრცელა აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან, დონალდ ტრამპმა. მან სოციალურ ქსელ Twitter-ით გავრცელებულ მესიჯში აღნიშნა, რომ თურქეთში 15 ივლისს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს ამბოხებულებს აშშ-ს დაზვერვის 13 თანამშრომელი ეხმარებოდა. თუმცა ამ პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ იგი წაშალა.

ეს პოსტი მთლიანობაში ასეთი შინაარსის იყო: “ხელთ მაქვს ახალი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამერიკული დაზვერვის მაღალჩინოსნების დახმარებას წარუმატებლად განხორციელებული ამბოხებისადმი და ამ ამერიკელების სახელებს მალე გავასაჯაროებ“



მსგავსი ინფორმაციები