იტალიაში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით შეიძლება ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს

528172
იტალიაში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

გუშინ, იტალიის აპულიას ოლქში მომხდარი სარკინიგზო ავარიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 25-ს მიაღწია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით შეიძლება ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან, მძიმედ დაშავებულთა რიცხვიც მრავლადაა. მომხდარის შემდეგ სარკინიგზო ავარიის და მრავალი ადამიანის სიცოცხლის შეწირვის ბრალდებით სარჩელი იქნა გახსნილი. მომხდარს იტალიის პრეზიდენტი სერჟიო მატარელაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს მიუღებელი ტრაგედიაა და მომხდარის დროულად გამოძიება უნდა მოხდეს.  ავარიის ადგილი პრემიერმინისტრმა მატეო რენზიმ ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად მოინახულა და ადგილზე გაეცნო ვითარებას.  


საკვანძო სიტყვები: #იტალია , #სარკინიგზო ავარია

მსგავსი ინფორმაციები