სამხედრო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 10 სამხედრო დაიღუპა

თავდასხმა საკუთარ თავზე დაჯგუფება ეშ-შებაბმა აიღო

527056
სამხედრო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 10 სამხედრო დაიღუპა

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში, ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე დანაღმული ავტომობილით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც 10 ჯარისკაცი დაღუპა. თავდასხმა საკუთარ თავზე დაჯგუფება ეშ-შებაბმა აიღო, რომელთა მტკიცებით თავდასხმის შედეგად 30 ჯარისკაცი დაიღუპა და მათ იარაღი და სამხედრო ავტომობილები წაიღეს. ამ დაჯგუფებამ მიმდინარე წლის მარტის თვეშიც განახორციელა იმავე სამხედრო ბაზაზე თავდასხმა, რომლის დროსაც ექვსი სამხედრო დაიღუპა.  დაჯგუფება ეშ-შებაბი 2004 წელს ჩამოყალიბდა და ისინი ქვეყნის სამხრეთით გარკვეულ რეგიონებზე კონტროლს აგრძელებენ.  დაჯგუფება ქვეყანაში ძალადობით, ადამიანთა გატაცებით და თავდასხმებითაა ცნობილი.



მსგავსი ინფორმაციები