ჰილარი კლინტონი სსს-შიც გასამართლდება
იუსტიციის სამინისტრომ იგი უდანაშაულოდ სცნო
როგორც განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ, დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი ჰილარი კლინტონი, იმის გამო, რომ სახელმწიფო მდივნობის პერიოდში ელექტრონულ მიმოწერაში კერძო ელ-ფოსტას ხმარობდა, გასამართლებულ და გამართლებულ იქნა იუსტიციის სამინისტროში, ახლა კი იგი ფედერალური გამოძიების თანამშრომლების მხრიდან გასამართლებულ იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროშიც.
ამ უწყებამ აპრილში დაწყებული სასამართლო პროცესი იუსტიციის სამინისტროში დაწყებული მოკვლევის გამო შეაჩერა, რათა ერთმანეთს არ დამთხვეოდა სასამართლო პროცესები და იქ დასრულდა რა ეს მოკვლევა, ახლა ამიტომ საგარეო საქმეთა სამინისტრო დაიწყებს საქმის გამოძიებას.
კირბის თქმითვე ამ ძიების ფარგლებში ჰილარი კლინტონის მოხელეებიც დაიკითხებიან.
კლინტონის სასამართლო პროცესზე უნდათ დაადგინონ, სახელმწიფო მდივნობის პერიოდში კერძო მიმოწერებისას მგრძნობიარე ინფორმაციები მან ბოროტად გამოიყენა თუ არა