უტარაჰანდი წყალდიდობას ებრძვის

დაიღუპა 30 კაცი

522780
უტარაჰანდი წყალდიდობას ებრძვის

ინდური საინფორმაციო წყაროების ცნობით ამ ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე უტარაჰანდის პროვინციაში გადაუღებელმა წვიმებმა წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვიეს, რასაც სულ ცოტა 30 კაცი შეეწირა, ხოლო ათობით ადამიანი კი დაკარგულად ითვლება რა, ადგილებზე მუშაობენ საძიებო და სამაშველო ეკიპაჟები.

ადიდებულ მდინარეებში წყლის დონემ საშიშ ზღვრამდის აიწია, რის გამოც ხელისუფლებამ 100 ათასამდე კაცის უსაფრთხო ადგილებში ევაკუაცია მოაწყო.

2013 წელს ამ პროვინციაში წყალდიდობებს ათასამდე კაცი ემსხვერპლა



მსგავსი ინფორმაციები