თურქეთის გამარჯვება აისახა უცხოურ გაზეთებში

2016 ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატის დ ჯგუფის მესამე მატჩში, თურქეთის გუნდის გამარჯვებამ, ფართო გამოხმაურება ჰპოვა შვედეთის მასმედიაში

516129
თურქეთის გამარჯვება აისახა უცხოურ გაზეთებში

საფრანგეთის მასპინძლობით, 2016 ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატის დ ჯგუფის მესამე მატჩში, თურქეთის გუნდის გამარჯვებამ, ფართო გამოხმაურება ჰპოვა შვედეთის მასმედიაში.

პოპულარულ გაზეთ „Expressen“-ში დაიწერა სტატია სახელწოდებით:-„კოშმარი შვედეთისთვის,  თურქეთმა გაიმარჯვა“, სტატიაში აღინიშნა, რომ თურქეთმა კარგად გამოიყენა უკანასკნელი შანსი და შეაშინა შვედეთი. გარანტიაში აიყვანა ჯგუფში მესამე ადგილი. შვედეთს, საუკეთესო სამეულთა რიგებში შესვლისთვის, სხვა გზა არა აქვს უნდა მოუგოს ბელგიას.  

კოშმარულ ანგარიშს უწოდებს თურქეთის გამარჯვებას გაზეთი „Aftonbladet“-ი და აღნიშნავს, რომ შვედეთს აღარ აქვს ბელგიის გუნდის წინაშე ფრედ დარჩენის ფუფუნებაც.  

შვედეთის ეროვნული გუნდის  მწვრთნელის ერიკ ჰამრენის განცხადებით,  თურქეთის გამარჯვებამ სტრესში არ ჩააგდო ისინი, ხვალინდელი ბელგიის მატჩისთვის გეგმა აქვთ ჩაფიქრებული. შეეცდებიან იერიშით, გონივრულად თამაშს და მოგებას.

ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიის SVT-ის ცნობით, გამარჯვების გარდა სხვა შანსი არა აქვთ.  ამ თემაზე წერენ დანიური გაზეთებიც და წინა პლანზე აყენებენ ემრე მორს. გაზეთ „Jyllands-Posten“-ის ცნობით, ემრე მორის სუპერ პასმა გამარჯვებამდე მიიყვანა გუნდი.

სახელმწიფო ტელევიზია DR-მ კი აღნიშნა, რომ ემრე მორმა გააგრძელა თურქეთის იმედები.  მან თამაშიდან გასვლამდე, გამოავლინა საუკეთესო პერფორმანსი.



მსგავსი ინფორმაციები