თავდასხმა დაგმო მსოფლიოს მრავალმა სახელმწიფომ

სტამბოლში, გუშინ 11 ადამიანის სიკვდილით დასრულებული ტერორისტული თავდასხმის დამგმობი და სამძიმრის მესიჯი იქნა გავრცელებული მრავალი ქვეყნის და წარმომადგენლობებისგან

506316
თავდასხმა დაგმო მსოფლიოს მრავალმა სახელმწიფომ

სტამბოლში, გუშინ მომხდარი და 11 ადამიანის სიკვდილით დასრულებული ტერორისტული თავდასხმის დამგმობი და სამძიმრის მესიჯები გავრცელდა.

 მრავალმა სახელმწიფომ და წარმომადგენლობებმა გაავრცელეს საკითხთან დაკავშირებით განცხადებები.

მათ შორის არის აშშ-ის თეთრი სახლი და  საგარეო საქმეთა სამინისტრო. გავრცელებულ განცხადებაში აღინიშნა, რომ აშშ-ი, ნატოს და ტერ-ორგანიზაცია DAİŞ-ის მოწინააღმდეგე კოალიციის ღირსეულ წევრს თურქეთს, ტერ-ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლაში, კიდევ ერთხელ გამოთქვამენ ერთგულებას.

 სტამბოლის თავდასხმა მწვავედ დაგმო, დაღუპულებთან დაკავშირებით მწუხარება და სამძიმარი გამოთქვა თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს მრჩეველმა მარკ სტროჰმა.

მსგავსი განცხადება გაავრცელა გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ანგელა მერკელმა. აღნიშნა, რომ ახლოს აკვირდებიან მოვლენებს და არ შეიძლება მოეძებნოს თავდასხმას რაიმე გამართლება.   

ტერორის წინააღმდეგ ბრძოლაში, გერმანია ყოველთვის მხარში ედგომება თურქეთს.

თავდასხმა მწვავედ დაგმო საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა. მიუსამძიმრა დაღუპულების ახლობლებს და ნათესავებს აღნიშნა, რომ უნდა განამტკიცონ ტერორიზმის წინააღმდეგ მტკიცე გადაწყვეტილებით ერთობლივი ბრძოლა.

ინციდენტი დაგმო, ისრაელმა და საბერძნეთმაც. სამძიმარი გამოუცხადეს, როგორც თურქეთის მთავრობას, ისე დაღუპულთა ახლობლებს.  



მსგავსი ინფორმაციები