საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა აღიარა, რომ უსაფრთხოება სუსტია

ოლანდმა აღნიშნა, რომ ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატზე, EURO 2016, რომელსაც მისი ქვეყანა უმასპინძლებს, უსაფრთხოებას საფრთხე ისევ ემუქრება

504893
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა აღიარა, რომ უსაფრთხოება სუსტია

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა აღიარა, რომ უსაფრთხოება სუსტია.

ოლანდმა აღნიშნა, რომ ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატზე, EURO 2016, რომელსაც მისი ქვეყანა უმასპინძლებს, უსაფრთხოებას საფრთხე ისევ ემუქრება.

ოლანდმა რადიო „ინტერი“-სათვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა: „EURO 2016-ს მიმართ საფრთხე არსებობს და სამწუხაროდ ეს საფრთხე შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს.“

მისივე თქმით, იმისათვის, რომ EURO 2016-მა წარმატებით ჩაიაროს, საჭიროა უსაფრთხობის უზრუნველყოფა.

„EURO 2016 საგანგებო იქნება. მივიღე გადაწყვტილება ამ ჩემპიონატის მასპინძლობა გაგვეგრძელებინა. იმისათვის, რომ ჩემპიონატმა საზეიმო ვითარებაში და წარმატებით ჩაიაროს, ჩვენ მთელ ძალას და ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ“ - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

EURO 2016 10 ივნისს დაიწყება და 10 ივლისამდე გაგრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები