საფრანგეთში სიტუაცია ისევ დაძაბულია

სამართალდამცველებმა აქციის გადაღების მსურველი ჟურნალისტები ხელკეტებით დაარბიეს და მათ კადრების აღების უფლება არ მისცეს

503093
საფრანგეთში სიტუაცია ისევ დაძაბულია

საფრანგეთში შრომის კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ დაწყებული გაფიცვები და აქციები გრძელდება. ქალაქ რენესში დაახლოებით 3 ათასმა ადამიანმა აღნიშნული კანონის გასაპროტესტებლად აქცია გამართა. მათგან დაახლოებით 300-მდე აქტივისტი ავტობანზე გადავიდა და გზის ჩაკეტვა მოინდომა რა, სამართალდამცველებმა მათი შეჩერება ავტომობილებით სცადეს. პოლიციამ ასევე აქციის მონაწილეების დასაშლელად  დიდი რაოდენობით წყლის ჭავლი და ხელკეტები გამოიყენა, რის გამოც საზოგადოების დიდი კრიტიკა გამოიწვია. მომხდარის შემდეგ  მრავალი აქციის მონაწილე დაშავდა. ფრანგმა სამართალდამცველებმა აქციის გადაღების მსურველი ჟურნალისტები ხელკეტებით დაარბიეს და მათ კადრების აღების უფლება არ მისცეს.



მსგავსი ინფორმაციები