ხმელთაშუაზღვა არალეგალთა სასაფლაოდ გადაიქცა

5 დღეში კიდევ 700 მიგრანტი დაიღუპა

500139
ხმელთაშუაზღვა არალეგალთა სასაფლაოდ გადაიქცა

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მხრიდან გავრცელებული ინფორმაციით, ოთხშაბათს აქეთ ხმელთაშუაზღვაში დაღუპულ ლტოლვილთა რაოდენობამ 700 კაცს მიაღწია.

ხსენებული ორგანიზაციის პრეს წარმომადგენლის, უილიამ სპინდლერის თქმით ამინდის დათბობამ ლიბიიდან მიგრანტთა მოზღვავება გამოიწვია ხმელთაშუაზღვაში და ოთხშაბათს 100, ხუთშაბათს 550 და პარასკევს კი კიდევ 45 კაცის გვამი აღმოაჩინეს.

“მოკლედ. ოთხშაბათის აქეთ 3 გემზე მყოფი 700 არალეგალი მიგრანტი დაიღუპა, რომლებიც იტალიის სანაპიროებისკენ და შემდეგ აქედან ევროპაში გადასვლას აპირებდნენ“, აღნიშნა სპინდლერმა.

იტალიის სანაპირო დაცვის სამსახურის ცნობით კი მათმა თანამშრომლებმა ამ ბოლო კვირაში 13 ათასი მიგრანტი გადაარჩინეს, 65 დამხრჩვალის გვამს მიაგნეს, ხოლო ასობით კაცი კი დაკარგულადაა გამოცხადებული.

როგორც ცნობილია 2014-2015 წლებში ხმელთაშუაზღვაში 7 ათასზე მეტი არალეგალი დაიღუპა.

ევროკავშირ-თურქეთს შორის ხელმოწერილი საიმიგრაციო შეთანხმების შემდეგ თურქეთიდან ევროპაში გადასვლის მსურველ არალეგალთა რაოდენობა მინიმუმადე დავიდა, სამაგიეროდ ახლა ლიბიიდან ევროპაში გადამსვლელთა რაოდენობა გაიზარდა  



მსგავსი ინფორმაციები