ლონდონის ახალი მერი მუსლიმანი ქჰანი გახდა

მან წარმოშობით თურქი მერი შეცვალა

485903
ლონდონის ახალი მერი მუსლიმანი ქჰანი გახდა

ხუთშაბათს ლონდონის ახალი მერის არჩევნები მოეწყო, რომლის მთავარ ფავორიტებს  მუშათა პარტიის წარმომადგენელი სადიკ ქჰანი და კონსერვატიული პარტიის კანდიდატი ზაკ გოლდსმიტი წარმოადგენდნენ.

დათვლილი ხმების შედეგად დადგინდა, რომ ქჰანმა 1 მილიონ 310 ათასი ხმა მიიღო, რაც მთლიანი ხმების 56,8%-ია და გაიმარჯვა რა, ლონდონის პირველი მუსლიმანი მერი გახდა.

აქამდე ზედიზედ 2 ვადით ქალაქის მერს წარმოადგენდა კონსერვატორთა წარმომადგენელი, წარმოშობით თურქი ბორის ჯონსონი.

გამარჯვებულმა მერმა განაცხადა, რომ მის უპირველეს საზრუნავს ლონდონელების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა, სამუშაო ადგილების შექმნა და სუფთა ჰაერის შენარჩუნება წარმოადგენს



მსგავსი ინფორმაციები