უზბეკეთში ჩამოწოლილ მეწყერს მსხვერპლი მოჰყვა

უზბეკეთში ჩამოწოლილ მეწყერს მსხვერპლი მოჰყვა

484716
უზბეკეთში ჩამოწოლილ მეწყერს მსხვერპლი მოჰყვა

უზბეკეთის აღმოსავლეთით კამჩაკის უღელტეხილზე ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად წინასწარი მონაცემებით, ხუთი ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფერგანის ველის სხვა რეგიონებთან დამაკავშირებელ კამჩაკის უღელტეხილზე ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად 13 ათასი კვადრატული მეტრი მიწის მასა ჩამოწვა. ჩამოწოლილი  მეწყერის ქვეშ ორი ავტომობილი მოყვა. სამაშველო სამძებრო სამსახურების ინფორმაციით, ავტომობილებში 11 პირი იმყოფებოდა და მათ შორის ექვსის ცოცხლად გადარჩენა შესძლეს, ხოლო ხუთი დაიღუპა.  აღნიშნულ ტერიტორიაზე მსგავსი შემთხვევა ხშირად ხდება, რომელიც ასევე ხშირად სიკვდილიანობასაც იწვევს.



მსგავსი ინფორმაციები