ხმელთაშუა ზღვაში კიდევ ერთი კატასტროფა

იტალიისკენ მიმავალი 4 მცირე ზომის გემი, რომელზეც სომალიდან, ეთიოპიიდან და ერიტრეიდან გაქცეული 400-ზე მტი მიგრანტი იმყოფებოდა, ხმელთაშუა ზღვაში გადაბრუნდა

473155
ხმელთაშუა ზღვაში კიდევ ერთი კატასტროფა

ხმელთაშუა ზღვაში კიდევ ერთი კატასტროფა

იტალიისკენ მიმავალი 4 მცირე ზომის გემი, რომელზეც სომალიდან, ეთიოპიიდან და ერიტრეიდან გაქცეული 400-ზე მტი მიგრანტი იმყოფებოდა, ხმელთაშუა ზღვაში გადაბრუნდა.

სომალის მედიის ცნობით, სამაშველო ჯგუფებმა ეგვიპტიდან გასული მგზავრებიდან მხოლოდ 29-ის გადარჩენა მოახერხეს.

BBC-ს არაბული საინფორმაციო სამსახურისათვის ეგვიპტეში სომალის საელჩოს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ასობით მიგრანტი დაიღუპა.

ამგვარივე კატასტროფას ადგილი ჰქონდა აგვისტოში, როდესაც ლიბიიდან გამგზავრებული გემი 550 არალეგალ მიგრანტთან ერთად ხმელთაშუა ზღვაში გადაბრუნდა.

ჰუმანიტარული ორგანიზაცია Save The Children-ის ინფორმაციით, კატასტროფის დროს გადარჩენილ მიგრანტებთან გასაუბრებით გაირკვა, რომ 400 მიგრანტი ზღვაში დაიხრჩო.


საკვანძო სიტყვები: #მიგრანტები , #კატასტროფა

მსგავსი ინფორმაციები