პაკისტანში მოტიურ რაჰმან ნიზამის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

პაკისტანში მოტიურ რაჰმან ნიზამის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

464247
პაკისტანში მოტიურ რაჰმან ნიზამის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

პაკისტანში მოტიურ რაჰმან ნიზამის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ბანგლადეშის საერთაშორისო ომის დანაშაულის საგამოძიებო სასამართლომ ჯამაათი ელ-ისლამის პარტიის ლიდერს მოტიურ რაჰმან ნიზამის სიკვდილით განაჩენი გამოუტანა რა, ამ გადაწყვეტილების გაპროტესტების მიზნით მის მხარდასაჭერად პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში აქციები გაიმართა. დედაქალაქის მთავარ მოედანზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს. აქციის მონაწილეებმა აქციაზე მიიტანეს პოსტერები და პლაკატები, რომელზეც ეწერა: "ნიზამის სიკვდილით დასჯა საერთაშორისო დანაშაულია." ბანგლადეშის პაკისტანიდან გამოყოფით დასრულებული 1971 წლის დამოუკიდებლობის ბრძოლის მოვლენების გამოძიებასთან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერმინისტრმა შეიხ ჰასინა ვეჯიდმა ქვეყანაში საერთაშორისო ომის დანაშაულების საგამოძიებო სასამართლო ჩამოაყალიბა. ეს სასამართლო დღემდე ძირითადად ბანგლადეშის ჯამაათი ელ-ისლამის პარტიის ლიდერების ჩათვლით მრავალ პარტიის წევრის საქმეს იძიებს.



მსგავსი ინფორმაციები