კერის შეხვედრები რუსეთში

აშშ-ი და რუსეთი შეთანხმდნენ ესადის რეჟიმსა და ოპოზიციას შორის პატიმართა გაცვლის დაწყების და აგვისტოს თვემდე ახალი საკონსტიტუციო პროექტის მომზადების საკითხში

457934
კერის შეხვედრები რუსეთში

აშშ-ი და რუსეთი შეთანხმდნენ ესადის რეჟიმსა და ოპოზიციას შორის პატიმართა გაცვლის დაწყების და აგვისტოს თვემდე ახალი საკონსტიტუციო პროექტის მომზადების საკითხში.

აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯონ კერი, რომელიც 6 თვეში, მესამე ვიზიტს აწყობს რუსეთში, შეხვდა სახელმწიფო მეთაურს ვლადიმერ პუტინს და თავის კოლეგას სერგეი მედვედევს.

შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა სირიის შიდა ომი.

შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში, ჯონ კერიმ აღნიშნა, რომ განიხილეს, სირიის პოლიტიკური გარდამავალი პროცესის ფარგლებში გრაფიკის შედგენა. შეთანხმება მიიღეს, აგვისტოში მოხდეს, პოლიტიკური გარდამავალი ეტაპისთვის ინფრასტრუქტურის და ახალი საკონსტიტუციო ესკიზის მომზადება.

კერის თქმით, სირიაში მშვიდობის დამყარებისთვის, მათ სურთ, სწორი გადაწყვეტილება მიიღოს ბეშარ ესადმა.

ამავდროულად, დასრულდა, ჟენევაში, ესადის რეჟიმს და ოპოზიციას შორის მიმდინარე სამშვიდობო შეხვედრების პირველი ტური.

სავარაუდოდ, მეორე ტურის შეხვედრა დაიწყება 9 აპრილს.

ჯონ კერის შეხვედრის დღის წესრიგში იდგა ასევე უკრაინის კრიზისი.

სერგეი ლავროვთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე, აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ ძალაში შევა კრიზისის მოწესრიგების მომცველი, მინსკის მეორე შეთანხმება, მისი სახელმწიფო მზად არის გააუქმოს რუსეთისთვის დაწესებული ემბარგო.

კერის განცხადებით, პუტინთან განიხილეს, 22 წლის განმავლობაში, პატიმრობაში მყოფი უკრაინელი ერის რწმუნებულის და პილოტის ნადეჟდა სავჩენკოს მდგომარეობაც. საუბრის დროს პუტინმა მიანიშნა, რომ გარკვეულ დროში დასრულდება სავჩენკოს მდგომარეობის განმსაზღვრელი პროცესი.



მსგავსი ინფორმაციები