ერდოღანის განცხადებამ ბელგია და ჰოლანდია არია

შეიძლება ჰოლანდიის პრემიერი გადადგეს

457904
ერდოღანის განცხადებამ ბელგია და ჰოლანდია არია

თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის განცხადებას, რომ ბრიუსელის ტერაქტის ერთ ერთ თვითმკვლელს, რომელიც ბელგიის მოქალაქეს წარმოადგენდა, გასულ წელს თურქეთში ჩამოსვლისას, რათა აქედან სირიაში გადასულიყო, ვიზა არ მისცეს და მისივე მოთხოვნის საფუძველზე თურქეთიდან ჰოლანდიაში დეპორტაცია გაუკეთეს, თანაც ამის შესახებ აცნობეს თვით ჰოლანდიის და ბელგიის მთავრობას, დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჰოლანდიაში და ბელგიაში რა, ამასთან დიდი უხერხულობა წარმოშვა ამ ქვეყნების ხელისუფლებებშიც.

უფრო მეტიც, ჰოლანდიის ოპოზიციამ ერდოღანის ამ განცხადებასთან დაკავშირებით მთავრობისაგან დეტალური ინფორმაციები მოითხოვა.

ყველაზე მკაცრი უარყოფითი რეაქცია კი ჰოლანდიის ოპოზიციური და მემარჯვენე რადიკალისტური თავისუფლების პარტიის ლიდერმა გეერ ვილდერსმა გამოხატა. მისი თქმით, თუ ერდოღანის განცხადების ვალიდურობა დადასტურდება. მაშინ, ჰოლანდიის პრემიერ მარკ რუტტეს გადადგომის გარდა სხვა გზა არ დარჩება.

როგორც ცნობილია ერდოღანის ხსენებული განცხადების კვალდაკვალ გადადგომის თაობაზე განცხადებები დაწერეს ბელგიის იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრებმა, მაგრამ, ქვეყნის პრემიერმა არ მიიღო ეს გადადგომები



მსგავსი ინფორმაციები