გერმანიის ექს-პრეზიდენტის ვულფის განცხადება

ვულფი, გერმანიის ქალაქ კოლნში, შეუერთდა რელიგიური სამმართველოს, თურქულ ისლამური კავშირის და Eugen-Biser-ის ფონდის ინიციატივით ჩატარებულ ერთობლივ ღონისძიებას

449832
გერმანიის ექს-პრეზიდენტის ვულფის განცხადება

გერმანიის ექს-პრეზიდენტი კრისტიან ვულფი, გერმანიის ქალაქ კოლნში, შეუერთდა რელიგიური სამმართველოს, თურქულ ისლამური კავშირის და Eugen-Biser-ის ფონდის ინიციატივით ჩატარებულ ერთობლივ ღონისძიებას სათაურით:-„ერთად განვსაზღვროთ ცხოვრება, ქრისტიან და მუსლიმან ბავშვებში კონსესუსის პრაქტიკა“. ვულფმა აღნიშნა, რომ გერმანიისთვის ყველაზე დიდი საშიშროება იქნება გაყოფა. თუ ბავშვებს ჩავუნერგავთ, რომ ყველაფერში მუსლიმანები არიან დამნაშავენი, მუსლიმანი ბავშვები და ოჯახები თავს გარიყულად იგრძნობენ და ვერ მოხდება ბავშვების კარგი აღზრდა. ვოლფი შეეხო მიგრანტთა კრიზისსაც.

აღნიშნა, რომ 4 მილიონი მოსახლეობის მქონე ლიბანმა შეიფარა მილიონი ლტოლვილი. უკვე რამდენი წელია თურქეთი შემწეობას უწევს 2 ნახევარ მილიონ მიგრანტს.
თუ ევროპა ვერ მოახდენს 3 მილიონი მიგრანტის მიღებას, გამოავლენს თავის უუნარობას.

მან, მოწოდება გამოთქვა ანტი ისლამური აქციონერებისადმი და აღნიშნა, რომ ადამიანები თვითონ განსაზღვრავენ თავიანთ ცხოვრებას და რწმენას. სამშობლოს დაცვა შესაძლებელია თავისუფლების დაცვით და არა უაზრო მსვლელობებით.

რელიგიებს შორის შეთანხმება, ეს ნიშნავს მსოფლიო მშვიდობას. ვულფმა აღნიშნა, რომ გამოიკვლია, გასულ წელს რელიგიის სამმართველოს უფროსთან პროფ. მეჰმედ გორმეზთან, გერმანიაში, 18 ათასი ადამიანის წინაშე, შობის კვირეულზე ერთობლივი მოხსენება და დაინახა, რამდენად ადვილად ხდება ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღება.



მსგავსი ინფორმაციები