ბან კი მუნი წლის ბოლოს მიდის

საარჩევნო კამპანია 12 აპრილიდან დაიწყება

444563
ბან კი მუნი წლის ბოლოს მიდის

მიმდინარე წლის ბოლოსათვის გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი მუნის ამ თანამდებობაზე მსახურობის ვადა იწურება და მალე დაიწყება რა საარჩევნო პერიოდი, სხვადასხვა ქვეყნებმა ჯერ ჯერობით 7 კანდიდატურა წამოაყენეს და ესენია: გაეროს გენერალური საბჭოს ყოფილი თავჯდომარე, მაკედონელი პოლიტიკოსი სრჟიან ქერიმი, ხორვატიის ვიცეპრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვესნა პუსიჩი, ჩერნოგორიის ვიცეპრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ლუქსიჯი, სლოვენიის ექსპრეზიდენტი დანილო ტურქი, UNESCO-ს გენერალური დირექტორი, ბულგარელი ირინა ბოკოვა, მოლდავეთის ვიცეპრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ნატალია შერმანი და 2006-2015 წლებში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი, პორტუგალიელი ანტონიო გუტერესი.

ეს კანდიდატები გაეროს გენერალურ სესიაზე თავიანთი პროპაგანდისტული პროგრამებით გამოვლენ და საარჩევნო კამპანია 12 აპრილიდან დაიწყება.

გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე რამდენიმე ქალის კანდიდატურაც არის წარდგენილი



მსგავსი ინფორმაციები