იზზეთბეკოვიჩი თურქეთის შესახებ

თურქეთმა, ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიზნით, მოიმოქმედა ისე, როგორც საჭირო იყო

364798
იზზეთბეკოვიჩი თურქეთის შესახებ

ბოსნა ჰერცოგოვინის სახელმწიფოს საპრეზიდენტო საბჭოს ბოშნაკი წევრის ბექირ იზზეთბეგოვიჩის განცხადებით, საჰაერო სივრცის დამრღვევი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებით თურქეთმა, ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიზნით, მოიმოქმედა ისე, როგორც საჭირო იყო. იზზეთბეკოვიჩმა საინფორმაციო სააგენტოს ანადოლუსთვის გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ თვითმფრინავის ჩამოგდებას შეუძლია აზარალოს ორივე მხარის ინტერესები. რუსეთი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პირველად, თავიანთი თვითმფრინავის ჩამოგდების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. თურქეთის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლები მდგომარეობის პოზიტიურად გადაწყვეტისთვის დადებით ნაბიჯებს დგამენ. ამ ეტაპზე მეც მსურს მდგომარეობის ყველაზე უკეთესად გადაწყვეტა. იზზეთბეკოვიჩმა ისიც აღნიშნა, რომ თურქეთთან ეკონომიკის სფეროში საკმაოდ დადებითი ურთიერთობები განავითარეს. ყველაზე მნიშვნელოვან წილად ითვლება თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს შუამდგომლობით განხორციელებული პროექტები. გარდა ამისა, ეკონომიკას და დასაქმებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ბოსნია ჰერცოგოვინიდან თურქეთში ექსპორტირებულმა 15 ტონის ხორცმა.
იზზეთბეკოვიჩის თქმით, თურქეთმა უსაზღვრო წვლილი შეიტანა, როგორც ბოსნია ჰერცოგოვინის, ისე რეგიონის სხვა ქვეყნების განვითარების საქმეში.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები