გერმანიაში ძალადობა გაიზარდა

გერმანიაში რადიკალურად მემარჯვენეთა მიერ ჩადენილი დანაშაულებების რაოდენობა გაიზარდა

407556
გერმანიაში ძალადობა გაიზარდა

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა თომას დე მაიცირემ განაცხადა, რომ რადიკალურად მემარჯვენეთა ძალადობების გაზრდილი რაოდენობა მისი ქვეყნისათვის „სამარცხვინო“ და „საშიშია“.

მაიცირემ ჟურნალ Spiegel-სათვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ რადიკალურად მემარჯვენეებს არა მხოლოდ უსაფრთხოების ძალები, არამედ მთელი საზოგადოება წინ უნდა აღუდგეს.

მან ხაზგასმით განაცხადა, რომ ქსენოფობია და რადიკალიზმი საზოგადოების საშუალო ფენაში არ არსებობს და ქვეყანაში რადიკალურად მემარჯვენეთა ძალადობების გაზრდილი რაოდენობა მისი ქვეყნისათვის „სამარცხვინო“ და „საშიშია“.

მისივე თქმით, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები რადიკალურად მემარჯვენეებს მკაცრად აკონტროლებენ.

აქვე აღნიშნულია, რომ რადიკალურად მემარჯვენეთა მიერ ჩადენილი დანაშაულებები მნიშვნელოვნად გაიზარდა, სექტემბერში ამ მოტივაციით 1484, ოქტომბერში კი 1717 დანაშაული იქნა ჩადენილი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები