ამერიკა რუსეთს ამტყუნებს

თურქებმა რუსი პილოტები გააფრთხილეს

396922
ამერიკა რუსეთს ამტყუნებს



როგორც განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს წარმომადგენელმა ელისაბედ ტრუდომ, ხელთ აქვთ მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება გასულ კვირას თურქების მხრიდან ჩამოგდებული რუსული გამანადგურებლის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევა.

“Su-24-ის ჩამოგდებამდე თურქებმა რამდენჯერმე გააფრთხილეს რუსები, თუმცა ამ უკანასკნელებისგან რაიმე პასუხი არ მიუღიათ“, განაცხადა ტრუდომ და დაამატა, რომ ვაშინგტონს ანკარასა და მოსკოვს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით წარმოქმნილი კრიზისის დიალოგის გზით მოგვარება და დაძაბულობის განმუხტვა სურს.

მისივე თქმით ნატოსთან ერთად აშშ-ს პრეზიდენტმა ობამამ და სახელმწიფო მდივანმა კერიმაც მხარი დაუჭირეს თურქეთის მხრიდან თავისი ტერიტორიების დაცვის უფლებას


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები