სტოლტენბერგმა მუსლიმანები დაიცვა

“ტერორი უნდა გამოიყოს ისლამისგან“

366849
სტოლტენბერგმა მუსლიმანები დაიცვა


ნატოს გენერალურმა მდივანმა ჯეინს სტოლტენბერგმა ბრიუსელში დაგეგმილი ჩრდილოეთ ალიანსის თავდაცვის მინისტრების მორიგი შეკრების წინ პრესისათვის განცხადება გაავრცელა და შეეხო რა ისლამური სახელმწიფოს მხრიდან პარიზში განხორციელებულ ტერაქტებს, თქვა რომ ყველაზე მეტად ისლამისტი რადიკალებისგან სწორედ თვით მუსლიმანები არიან დაზარალებულნი.

“მუსლიმანები დგანან რადიკალისტების წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე და ამიტომ ყველაზე მეტად სწორედ ისინი ზარალდებიან, ამიტომაც ტერორი უნდა გამოიყოს ისლამისგან“, განაცხადა სტოლტენბერგმა და დაამატა, რომ დასავლეთი მხოლოდ რადიკალისტებს ებრძვის და მას რაიმე გასაყოფი არ აქვს ისლამურ სამყაროსთან.

მისივე თქმით ტერორს არ გააჩნია არც ეროვნება, არც რწმენა და არც რასა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები