საპროტესტო აქციები იტალიაში

საპროტესტო აქციები იტალიაში

365113
საპროტესტო აქციები იტალიაში

იტალიაში, ქალაქი ბოლონია, სადაც ჩრდილოეთ ლიგის ლიდერი მატეო სალვინი და ყოფილი პრემიერი სილვიო ბერლუსკონი ალიანსის შექმნას ცდილობენ, საპროტესტო აქციების გამო საომარ ველად იქცა. ქალაქში, სადაც ამომრჩეველთა უმრავლესობა მემარცხენეების მხარდამჭერია, ორი მემარჯვენე პარტიის ალიანსის შექმნისათვის მოლაპარაკებების გამო ხალხი ქუჩაში გამოვიდა. დემონსტრანტები, რომლებიც ალიანსს აპროტესტებენ, პოლიციელებს ჯოხებით დაესხნენ თავს.

დემონსტრანტებმა დაწვეს მატარებლის ხაზები და ხელი შეუშალეს გადაადგილებას.

პოლიციის ჩარევას კი შეტაკება მოჰყვა, რის შედეგადაც უსაფრთხოების ერთი თანამშრომელი დაშავდა.

ცნობისათვის, გადასახადების დამალვის ბრალდებით გასამართლების შემდეგ პოლიტიკური არენიდან წასული ყოფილი პრემიერი ბერლუსკონი, ანტიმიგრანტული შეხედულებებით ცნობილ სალვინისთან ალიანსის შექმნით ისევ ცდილობს პოლიტიკურად გაძლიერებას.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები