ჩინეთის ლიდერი აშშ-ს მიემგზავრება

ვაშინგტონიდან იგი ნიუ ორკს გადავა

391254
ჩინეთის ლიდერი აშშ-ს მიემგზავრება



ჩინეთის საინფორმაციო წყაროების ცნობით ამ ქვეყნის სახელმწიფო მეთაური, ში ძიანპინგი აშშ-ს გაემგზავრება და ვიზიტს ამერიკულ ფირმებთან, “Boeing“-თან და “Microsoft“-თან შეხვედრებით დაიწყებს, ხოლო პარასკევს კი მას თეთრ სახლში ოფიციალურ მიღებას მოუწყობს ბარაკ ობამა.

ლიდერები ამ პირისპირი შეხვედრის დროს კომპიუტერულ კიბერ თავდასხმებთან ერთად, აღმოსავლეთ აზიაში არსებულ დაძაბულობებზეც გაამახვილებენ ყურადღებას.

იმავე საღამოს აშშ-ს პრეზიდენტი თავისი ჩინელი კოლეგის საპატივსაცემოთ მიღებას გამართავს.

ჩინეთის ლიდერი ვაშინგტონიდან ნიუ ორკს გადავა და მონაწილეობას მიიღებს გაეროს გენერალური ასამბლეის მუშაობაში


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები