რუსეთმა აშშ-ს სამხედრო მოლაპარაკებების წარმოება შესთავაზა

რუსეთმა აშშ-ს სამხედრო მოლაპარაკებების წარმოება შესთავაზა

350947
რუსეთმა აშშ-ს სამხედრო მოლაპარაკებების წარმოება შესთავაზა

რუსეთმა ბოლო დროს სირიაში განვითარებული მოვლენების გამო ვაშინგტონის მთავრობას სამხოდრო მოლაპარაკებების წარმოება შესთავაზა. ვაშინგტონი კი რუსეთის მხრიდან ასადის რეჟიმის მიმართ გაწეული დახმარებების გამო შეშფოთებულია. სამხედრო და მსგავსი სახის დახმარებები სირიაში არასტაბილურობას უფრო შეუწყობს ხელს - აცხადებს თეთრი სახლი. ბოლო ათი დღის განმავლობაში რუსეთისა და აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სამჯერ გაიმართა სატელეფონო საუბარი. ჯონ ქერიმ ლავროვს განუცხადა, რომ რუსეთის მიერ გაწეული ასეთი ტიპის დახმარებები მხარეებს შორის შეტაკებებს უფრო გაახშირებს. ლავროვმა კი ქერის აღნიშნული საკითხის განსახილველად შეხვედრების გამართვა შესთავაზა, რაზეც ქერიც დათანხმდა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები