ამერიკა ერთდროულად გვალვას და წყალდიდობას ებრძვის

წყალდიდობას უკვე 16 კაცი ემსხვერპლა

350285
ამერიკა ერთდროულად გვალვას და წყალდიდობას ებრძვის


აშშ-ის კალიფორნიის პროვინციაში თუ გვალვა და ტყის ხანძარი გრძელდება, მის საწინააღმდეგოდ უტაჰის პროვინციის სამხრეთში 2 დღეა გადაუღებლად წვიმს და წარმოქმნილი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 16 კაცს მიაღწია, ხოლო 4 კაცი დაკარგულად არის გამოცხადებული რა, მათი ძიება გრძელდება.

დაღუპულთაგან 12 კაცი წყალდიდობის შედეგად ჩათრეულ ავტომანქანებში უსაშველოდ დარჩნენ და ასე დაიხრჩვნენ, ხოლო ამ ავტომანქანებში მყოფი 3 ბავშვის გადარჩენა შესძლეს.

ზოგიერთი დაღუპულის გვამებს არიზონას შტატში მიაგნეს.

წყალდიდობის მიერ ჩამოტანილი ნარჩენების შედეგად ზოგან გზები გადაიკეტა და ამიტომ ზოგ დასახლებასთან კავშირები შეწყვეტილია.

ხელისუფლების განცხადებით წყალდიდობამ ყველაზე მეტი ზიანი მიწისქვეშა ინფრასტრუქტურას მიაყენა, რის გამოც მრავალ დასახლებას წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები