სომალი ეშ-შაბი თავდასხმა

სომალის სამხრეთში, ეშ შაბაბის ბოევიკებმა თავდასხმა განახორციელეს ერთ-ერთ სამხედრო შტაბზე

373391
სომალი ეშ-შაბი თავდასხმა

სომალის სამხრეთში, ეშ შაბაბის ბოევიკებმა თავდასხმა განახორციელეს ერთ-ერთ სამხედრო შტაბზე, რომელშიც აფრიკული გაერთიანების სამშვიდობო ძალები იყვნენ.
დაიღუპა 50 აფრიკული გაერთიანების სამხედრო ჯარისკაცი და ბოევიკებმა გაიტაცეს ამავე რაოდენობის ჯარისკაცი.
ინფორმაციით, ბანაკში იმყოფებოდნენ უგანდელი სამხედროები.
ბოევიკებმა ჯერ ააფეთქეს შტაბის მიმდებარედ ორი ხიდი და გაწყვიტეს მათი კავშირი სხვა რეგიონებთან.
შემდეგ, ნაღმით დატვირთული მანქანით მოაწყვეს თვით მკვლელური თავდასხმა, რის შემდეგაც თავდასხმაზე გადავიდა 200 მილიტანი.
მათ ხელში ჩაიგდეს ბანაკი, რომელიც მიატოვეს უგანდელმა ჯარისკაცებმა და ცეცხლი წაუკიდეს სამხედრო საწყობებს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები