ასადი სამოქალაქო მოსახლეობის დაბომბვებს განაგრძობს

ასადი სამოქალაქო მოსახლეობის დაბომბვებს განაგრძობს

340638
ასადი სამოქალაქო მოსახლეობის დაბომბვებს განაგრძობს

სირიაში ასადის ძალების მიერ საჰაერო თავდასხმები გრძელდება. ასადის ძალების მიერ დედაქალაქ დამასკოს ირგვლივ მყოფ რეგიონებზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. ოპოზიციური წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბოლო ათი დღის განმავლობაში განხორციელებული თავდასხმების შედეგად 247 ადამიანი დაიღუპა. ამათგან 50-ზე მეტი ბავშვია. დაშავებულთა რაოდენობამ კი ათასს გადააჭარბა. აღმოსავლეთი გუტა ბოლო ორი წელია ოპოზიციონერების მხრიდან ალყაშია მოქცეული. ასადის ძალებმა რეგიონში საჰაერო თავდასხმები 16 აგვისტოს დაიწყეს რა, ერთ-ერთი თავდასხმის შედეგად 117-ი სამოქალაქო პირი ერთდროულად დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები