თავდასხმა მატარებელზე

თავდასხმა მატარებელზე საფრანგეთში

338456
თავდასხმა მატარებელზე

ამსტერდამ-პარიზის მატარებელზე შეიარაღებული პირის მიერ თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა. თავდასხმა საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე არრას რეგიონში განხორციელდა. მაროკოელმა 26 წლის თავდამსხმელმა კალაშნიკოვის მარკის იარაღით მგზავრებს ცეცხლი გაუხსნა. თავდამსხმელის გააუვნებელყოფა კი ორმა ამერიკელმა მგზავრმა მოახერხა. თავდასხმის ადგილზე ჩასულმა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნერ კაზნომ იმ ორ ამერიკელ მგზავრს მადლობა გადაუხადა. მაროკოელი თავდამსხმელი კი დაკავებული იქნა და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები