პენჯაბის პროვინციის შინაგან საქმეთა მინისტრი ტერაქტს ემსხვერპლა

პენჯაბის პროვინციის შინაგან საქმეთა მინისტრი ტერაქტს ემსხვერპლა

331375
პენჯაბის პროვინციის შინაგან საქმეთა მინისტრი ტერაქტს ემსხვერპლა

პაკისტანიდან მიღებული ცნობებით, პენჯაბის პროვინციის შინაგან საქმეთა მინისტრი სუჩა ჰანზადე, მისი სახლის მახლობლად ჩადენილი თვითმკვლელური ტერაქტის შედეგად ადგილზევე დაიღუპა. იგი თავის პარტიელ 25 მაღალჩინოსანთან კრებას ატარებდა და მათგან 10 კაცი მინისტრთან ერთად დაიღუპა. ტერაქტის შემდეგ ოფიციალური განცხადება გაავრცელა პაკისტანის პრემიერმა ნავაზ შერიფმა და მკაცრად დაგმო ეს ტერაქტი. ჯერ ჯერობით არავინ აიღო პასუხისმგებლობა ამ ტერაქტზე, თუმცა დაღუპული მინისტრი მკაცრად ებრძოდა ტერორისტებს და სწორედ მისი ხელმძღვანელობით გასულ კვირას ჩატარებული სპეცოპერაციის დროს იქნა მოკლული ელ ქაიდას პაკისტანში პასუხისმგებელი პირი, რომელსაც ზედმეტ სახელად აბდალი ერქვა. გასული წლის აქეთ პაკისტანში ანტიტერორისტულ ბრძოლაში სულ 3 ათასამდე ბოევიკი იქნა ლიკვიდირებული


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები