ლოგისტიკურ საწყობში აფეთქებას დიდი მსხვერპლი მოჰყვა

დაღუპულთა რაოდენობამ 85 კაცს მიაღწია

328776
ლოგისტიკურ საწყობში აფეთქებას დიდი მსხვერპლი მოჰყვა


როგორც ცნობილია ჩინეთის ტიენჯინ ბინჰაუს რეგიონში 2 დღის წინ აფეთქება მოხდა ფეთქებადი მასალების შემცველ ლოგისტიკურ საწყობში, რომლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ უკვე 85 კაცს მიაღწია, 800-მდე დაიჭრა და მათგან 721 მკურნალობა გრძელდება, ხოლო 40 დაჭრილის მდგომარეობა კი ჯერ კიდევ კრიტიკულია.

ჯერ ჯერობით დაუდგენელია აფეთქების მიზეზები და მის დასადგენად სისხლის სამართლის საქმეც გაიხსნა.

რეგიონს მივლინებულია სამხედრო დანაყოფები, რათა აიცილონ ახალი აფეთქებები, რადგან ხსენებულ საწყობში ჯერ კიდევ გრძელდება ლოკალური აფეთქებები


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები