საუდის არაბეთი სამხედრო დახმარებას უწევს იემენს

დახმარებაში ტექნიკასთან ერთად ცოცხალი ძალებიც შედის

318164
საუდის არაბეთი სამხედრო დახმარებას უწევს იემენს


იემენური წყაროებით საუდის არაბეთი აგრძელებს ამ ქვეყნისადმი სამხედრო დახმარებას და მის ფარგლებში გუშინ მორიგი დახმარების პარტია შეიტანეს იემენში ათობით ტანკისა და ჯავშანტრანსპორტიორის სახით, ხოლო ამის პარალელურად აქ წვრთნა გავლილი არაბი ჯარისკაცებიც მიავლინეს, რომლებიც განლაგებულ იქნენ იემენის მაღრიბისა და შაბვას პროვინციებში რა, მალე ჩაებმებიან შიიტი ჰუსიტების წინააღმდეგ ბრძოლებში.

სწორედ საუდის არაბეთის და კოალიციის დახმარებით წაართვეს ჰუსიტებს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი ადენი, საიდანაც კონტროლდება სპარსეთის ყურეში შემავალი და გამომავალი გემები.

ამის პარალელურად ადენის გათავისუფლების შემდეგ გაქცეული ადგილობრივი მოსახლეობაც უბრუნდება თავიანთ კერებს.

სამაგიეროდ ამ ქაოსური მდგომარეობით ისარგებლეს ელ ქაიდელებმა და ადენის გარეუბანში მდებარე სამი დასახლება დაიპყრეს


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები