პაპმა სამხრეთ ამერიკაში ტურნე დაასრულა

იგი სექტემბერში კუბაში ჩავა

379576
პაპმა სამხრეთ ამერიკაში ტურნე დაასრულა

კათოლიკური სამყაროს სულიერმა ლიდერმა პაპმა ფრანცისკემ სამხრეთ ამერიკაში ტურნე დაასრულა. მისი ბოლო გაჩერება სამხრეთ ამერიკის ყველაზე ღარიბი ქვეყანა პარაგვაი გახლდათ. ამ ქვეყანაში მას დიდი ემოციებით დახვდნენ, სადაც მის მიერ აღვლენილ წირვას ათასობით ადამიანი დაესწრო. წარმოშობით ლათინური ამერიკიდან წარმომავალმა პაპმა სამხრეთ ამერიკის ტურნეს ფარგლებში ეკვატორი და ბოლივიაც მოინახულა. მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში პაპა ფრანციკე ასევე კუბაში აპირებს ჩასვლას.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები