ვირუს „მერსით" გამოწვეული საფრთხე იზრდება

ვირუს „მერსით“ გამოწვეული საფრთხე იზრდება

303606
ვირუს „მერსით" გამოწვეული საფრთხე იზრდება

სამხრეთ კორეაში ვირუსი „მერსით“ გამოწვეული საფრთხე იზრდება. სამხრეთ კორეის ჯანმრთელობის მინისტრის ინფორმაციით კიდევ ახალი შვიდი შემთხვევა იქნა დაფიქსირებული. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ვირუსი რომელმაც 14 ადამიანი სიცოცხლე შეიწირა საზოგადოებაშიც არის გავრცელებული. ქვეყანაში ვირუსით დაავადებული 145 ადამიანის მიმართ კვლევები გრძელდება. სავადმყოფოებში კი 4 ათასზე მეტი ადამიანი კარანტინაშია მოთავსებული. მეორეს მხრივ სლოვაკეთში სამხრეთ კორეის ერთი მოქალაქე მერსის ვირუსის ეჭვის საფუძველზე სავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით აღნიშნული ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 35%-ია. ვირუსი ”მერსი” 2012 წელს საუდის არაბეთში წარმოიშვა და ამჟამად მისი სამკურნალო პრეპარატი ჯერ არ არის დამზადებული.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები