ბარზანი აშშ-ში ბაიდენს შეხვდა

მათ ტერ-ორგანიზაცია DAİŞ-ის საკითხი განიხილეს

265876
ბარზანი აშშ-ში ბაიდენს შეხვდა

ერაყის ქურთული რეგიონული ხელისუფლების ლიდერმა მესუთ ბარზანიმ, ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში ვიცე პრემიერ ჯო ბაიდენთან მეორედ გამართა შეხვედრა. შეხვედრის მთავარი თემა კი ტერ-ორგანიზაცია DAİŞ-ის საკითხი იყო.

ბაიდენმა განაცხადა: ”აშშ სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარებით DAİŞ-ის დასუსტებისა და საბოლოოდ გასანადგურებლად ერაყელ ხალხთან ერთად მუშაობს”. მან აღნიშნული ტერ-ორგანიზაციის მთლიანად გასანადგურებლად საერთაშორისო კოალიციის აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი. ბარზანის და ბაიდენის შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში ერაყის და აშშ-ს ურთიერთობებზე, არსებული პრობლემების ერთობლივად გადაჭრაზე და ამისათვის კი ერბილსა და ვაშინგტონს შორის მჭიდრო კოორდინაციის აუცილებლობაზეც გამახვილდა ყურადღება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები