ინგლისი არჩევნები

7 მაისს (ხვალ) ჩასატარებული არჩევნების წინ, გაიზარდა პარტიის ლიდერთა საპროპაგანდო კომპანიები,

263456
ინგლისი არჩევნები

ინგლისი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება.
7 მაისს (ხვალ) ჩასატარებული არჩევნების წინ, გაიზარდა პარტიის ლიდერთა საპროპაგანდო კომპანიები, რომელთა შორისაც დიდი ადგილი უკავია ეკონომიკურ მოლოდინს.
პრემიერმა და კონსერვატიული პარტიის ლიდერმა დავიდ კამერონმა მნიშვნელოვანი უწოდა რა სტაბილურობას, სხვა პარტიების ამომრჩევლებს მოუწოდა ხმა მისცენ კონსერვატიულ პარტიას, რომელიც რეალურ დაპირებებს იძლევა.
ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ნიკ კლეგმა კი გამოთქვა პირობა, რომ გამოუვალ მდგომარეობაში არ დატოვებენ მშრომელ ხალხს, არ მოახდენენ ხელფასის შემცირებას და გადასახადის გაზრდას.
მშრომელთა პარტიის ლიდერმა ედ მილიბანდმა კი, რომელმაც ვალდებულებები ერთ ქვაზე ამოაკვეთინა, აღნიშნა, რომ პრემიერ მინისტრად გახდომის შემთხვევაში, მთავრობის სასახლესთან ჩამოკიდებენ ქვას და მისი საშუალებით გაიგებს ხალხი შეასრულეს თუ არა მიცემული ვალდებულება.
არჩევნების კომპანიის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ასევე მიგრაცია, ჯანდაცვა და განათლება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები